„მე აქ სტუდენტი არ მოვედი ჩათვლის წასაღებად“ - თადუმაძე ჯანეზაშვილს

„მე აქ სტუდენტი არ მოვედი ჩათვლის წასაღებად“ - თადუმაძე ჯანეზაშვილს

„აქ მე, სტუდენტი არ მოვედი ჩათვლის წასაღებად. მე მოვედი იმ გამოცდილებით და ცოდნით, რაც წლების მანძილზე დავაგროვე ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  არამოსამართლე  წევრის, ნაზი ჯანეზაშვილს საპასუხოდ განაცხადა.

ჯანეზაშვილი დაინტერესდა, იცნობდა თუ არა თადუმაძე სასამართლოს განვითარების სტრატეგიას.

„მე არ ვარ აქ მოსული ნამეცადინები იურისტი, მე მოვედი იმ გამოცდილებით და იმ ცოდნით, რაც წლების მანძილზე დავაგროვე და არ ვაპირებ ახლა საბჭოს წევრებისგან მივიღო შენიშვნები, რა უნდა წამეკითხა და რა, არ უნდა წამეკითხა. თუ გაინტერესებს, მე და თქვენს შორის ვინ უფრო მაგარი იურისტია, მე ვარ მაგარი იურისტი. თუ გაინტერესებთ, სასამართლო სისტემას ვინ უფრო იცნობს, მე უფრო ვიცნობ, იმიტომ, რომ საპროცესო საქმიანობას ვახორციელებდი, რეფორმების ნაწილში ვმუშაობდი და მომავალშიც საპროცესო საქმიანობას განვახორციელებ. ამიტომ, ასე ნუ ვისაუბრებთ მე და თქვენ, მით უმეტეს, ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის კატეგორია, რომლითაც საბჭოს წევრმა გასაუბრებისას კანდიდატს უნდა ელაპარაკოს. აქ მე, სტუდენტი არ მოვედი ჩათვლის წასაღებად“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.