​„თუ ცქიტიშვილი ვერ ხვდება გუშინდელი კომენტარით, რა გაუკეთა საკუთარ თავს, ჩემი კომენტარია ზედმეტია“ - ბესელია

​„თუ ცქიტიშვილი ვერ ხვდება გუშინდელი კომენტარით, რა გაუკეთა საკუთარ თავს, ჩემი კომენტარია ზედმეტია“ - ბესელია

სანამ მაია ცქიტიშვილი სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას, რაც უჭირავს, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი, – განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის საპასუხოდ. ბესელიას თქმით, არ მიიჩნევს ცქიტიშვილს ღირსად, მასზე კომენტარი გააკეთოს.

​„თუ მაია ცქიტიშვილი ვერ ხვდება გუშინდელი კომენტარით, რა გაუკეთა საკუთარ თავს; იმასაც თუ ვერ ხვდება, ბოდიში მოსახდელი აქვს თუ არა ამ სიტყვებისთვის, ჩემი კომენტარია ზედმეტია. მე არ ვთვლი ღირსად მას, რომ მასზე კომენტარი ვაკეთო. იმაზე მეტს ვერ გაუკეთებს პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს, ვიდრე იმ სიტყვებით და კომენტარით გაუკეთა საკუთარ თავს მაია ცქიტიშვილმა. უკაცრავად, რომ თქვენს კითხვაზე მიწევს პასუხების გაცემა, როცა მეკითხებით ამ საქმეზე რა ხდება და უკაცრავად, რომ ქალბატონი მაია ამ პასუხების გაცემის დროს მხედავს ისევ ეკრანზე. საერთოდ, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა და სანამ სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას, რა თანამდებობაც მას უჭირავს, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი და ცოტა მეტად უნდა დაფიქრდეს ქალი, რას ლაპარაკობ, ვინც არ უნდა გავალებდეს ამას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია.