დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა.

კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. ჯონსონი ტერეზა მეის ჩაანაცვლებს და საქმიანობას 24 ივლისიდან შეუდგება.

ჯონსონის პოზიციაა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე დატოვოს.

Brexit-ის მოწინააღმდეგეებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ბორის ჯონსონის პრემიერობა არ სურდათ. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი აცხადებდა, რომ ბორის ჯონსონის პრემიერობის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებდა.