„ტვ მე აღარ მაქვს და ახლა ფეისბუკ პოსტიც ვერ დამიდია“ - ნიკა გვარამია

„ტვ მე აღარ მაქვს და ახლა ფეისბუკ პოსტიც ვერ დამიდია“ - ნიკა გვარამია

იუსტიციის სამინისტროს პასუხს, „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეს “ვეთანხმები, არ ვეთანხმები”, “სწორია, არასწორია” რა პოზიციაა? ან იუსტიციის სამინისტრომ საერთოდ რა სამარცხვინო პასუხი დადო?

მეგობრებო, ეგერაა წინა პოსტი, და მიპასუხეთ დასაბუთებით, მაგალითებით ჩვენთან და სხვა ქვეყნებში, რატომ არაა ისე, როგორც წერია და რატომ არაა ეს საკითხი თუნდაც განსახილველი და ისე დასკვნა მისაღები? ეს საკითხი თუ პრეცედენტულია, ან განხილვაზე უარი რას ნიშნავს, ან პირველი და მეორე პრეცედენტების განსხვავებული, შერჩევითი ინტერპრეტაცია?

მკითხაობა ან კერძის დეგუსტაცია ხომ არაა? იურიდიული კაზუსია, თან უკიდურესად სენსიტიურ საკითხზე, რომელსაც უკვე მოყვა უმძიმესი შედეგები და კიდევ უარესს უნდა ველოდოთ.

ps ხო მართლა, ტვ მე აღარ მაქვს და ახლა ფეისბუკ პოსტიც ვერ დამიდია, პირდაპირ პიარკამპანიის დაწყებაო“ - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.