ბესელიამ ზარდიაშვილს ლაჩარი და არარაობა უწოდა

ბესელიამ ზარდიაშვილს ლაჩარი და არარაობა უწოდა

დეპუტატი ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზარდიაშვილი აღნიშნავს, რომ ბესელიას გუნდიდან ინფორმაცია “რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსთან ნოდარ მელაძესთან გაჰქონდა. 

ბესელიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატს ლაჩარი და არარაობა უწოდა.

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე მას ახლა უფრო მეტი კითხვა აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა.