ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს უჩივლებს

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს უჩივლებს

ეკა ბესელია უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ ეთიკის საბჭოს მიმართავს.

როგორც ცნობილია, ვანო ზადიაშვილს ეთიკის საბჭოს წინაშე განმარტებების გაკეთება მოუწევს როგორც დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ბესელია ე.წ. ვირთხას შეადარა, ასევე სხვა დროს საჯარო სივრცეში გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე.

შეგახსენებთ, ვანო ზადიაშვილმა ეკა ბესელიას „ქართული ოცნებიდან“ ინფორმაციის გამოტანაში დაადანაშაულა და მას ე.წ. ვირთხა უწოდა.