გორში გუშინ დაშავებული მუშა გარდაიცვალა

გორში გუშინ დაშავებული მუშა გარდაიცვალა

გორში, გუშინ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული მუშა, გარდაიცვალა. ინფორმაციას რადიო „მოზაიკა“ ავრცელებს.

58 წლის ნუგზარ ლამაზოღლი შემთხვევის ადგილიდან „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

უბედური შემთხვევა გუშინ გორში, მდინარე მეჯუდას სანაპიროზე მოხდა. 58 წლის მამაკაცი სამსახურის მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა და თავი გაიტეხა. ის გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი იყო.