ტერეზა მეი ბორის ჯონსონს პრემიერობას ულოცავს

ტერეზა მეი ბორის ჯონსონს პრემიერობას ულოცავს

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ტერეზა მეი ბორის ჯონსონს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ტერეზა მეიმ Twitter-ის გვერდზე დაწერა. 

„ვულოცავ ბორის ჯონსონს კონსერვატორების ლიდერად არჩევას. ახლა ჩვენ გვჭირდება ერთობლივი მუშაობა „ბრექსითის” შესასრულებლად და იმისთვის, რომ ჯერემი კორბინს მთავრობაში ყოფნის საშუალება არ მივცეთ. თქვენ ჩემი სრული მხარდაჭერა გექნებათ“, - დაწერა ტერეზა მეიმ.

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დღეს აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ტერეზა მეი შეცვალა.