საქართველო გამყოფი დროშის ქვეშ - რატომ აჰყვნენ ერთმორწმუნეები ავანტიურისტებს?

საქართველო გამყოფი დროშის ქვეშ - რატომ აჰყვნენ ერთმორწმუნეები ავანტიურისტებს?

რუსულ ყოველკვირეულკვირეულ გაზეთ «Военно-промышленный курьер»-ში დაბეჭდილ სტატიაში განხილულია საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა ისტორიულ სპექტრში - დაწყებული ჩვენს ერამდე არსებული კოლხეთის სამეფოდან, გრძელდება შუა საუკუნეების სიტუაციით, რუსეთისა და საბჭოთა იმპერიების  შემადგენლობაში ყოფნით და დღევანდელი ვითარების ჩათვლით (ავტორი - იგორ ხოდაკოვი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი).

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:

„საქართველოში ამჟამად მიმდინარე ანტირუსული ისტერია განპირობებულია არა მხოლოდ ვაშინგტონის ხრიკებით (აშშ-ის გარეშე ხომ არსად არაფერი ხდება!), არამედ ხალხის ისტორიული ხსოვნით და წმიდა გიორგის ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობითაც. საბჭოთა კავშირის დროს დაბადებულ ბევრ მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები სულელურ პერფომანსად ეჩვენება - იმიტომ, რომ თუ ჩვენი ურთიერთდამოკიდებულების წარსულში გადავიხედავთ, რომელიც მეგობრობას ემყარებოდა, დავინახავთ, რომ რუსეთის იმეპერიამ ერთმორწმუნე ძმები უცხოელთა ბატონობისაგან გადაარჩინა (რუსებს ქართველები, საეჭვოა, რომ უცხოელებად თვლიდნენ და ამ აზრს ვეთანხმები), - წერს ავტორი და აგრძელებს: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თითქოსდა ჯერ კიდევ გუშინ მოძმე რესპუბლიკებში ვიღაცამ გამომსხივებელი დააყენა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის მიმართ ჩვენს მეზობლებს გონება გამოქვაბულისდროინდელი სიძულვილით გაევსოთ. რას ვიზამთ, საქართველოში [დასავლურმა] პროპაგანდამ დიდებულად იმუშავა, მაგრამ განა მხოლოდ პროპაგანდაშია საქმე?

ყურადღება მივაქციოთ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს: დღევანდელი საქართველო უძველეს დროში  გეოგრაფიულად ოიკუმენეს (ანუ დედამიწის ადამიანებით დასახლებული ნაწილის) განაპირას მდებარეობდა. მართალია, ქართველი მეცნიერები არ დაეთანხმებიან მსგავს გაგებას, მაგრამ მხედველობაში აქვს პირველი სახელმწიფოების ჩამოყალიბების პერიოდი. ქართული ეთნოსი ბერძნული სამყაროს პერიფერიაში ცხოვრობდა - ხეთების, ასირიელებისა და ურარტუს სახელმწიფოებთან. ისინი თანდათანობით შეცვალა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიამ, მისი სიკვდილის შემდეგ კი - სელევკიდებმა. ძველი კოლხეთის სახელმწიფო ესაზღვრებოდა აგრეთვე პონტოს სამეფოს, რომლის ლიდერმა მითრიდატე ევპატორმა კოლხეთი კიდეც დაიპყრო.

(...)

უკვე მე-18 საუკუნეში წმინდა გიორგის ქვეყანა სამ იმპერიას შორის მოექცა - რუსეთს, ოსმალეთსა და სეფევიდურ სპარსეთს (ირანს) შორის. 1783 წელს, ხელი მოაწერა რა გეორგიევსკის ტრაქტატს, ქართლ-კახეთის სამეფომ აღიარა რუსეთთან თავისი ვასალური დამოკიდებულება , ხოლო 18 წლის შემდეგ რუსეთის შემადგენლობაშიც შევიდა.

იყო თუ არა რუსეთთან მიერთების ალტერნატივა და არსებობდა თუ არა დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა? აშკარაა, რომ არა, რადგან ქვეყნის შთანთქმა კულტურულ-რელიგიური თვალსაზრისით მისთვის უცხო სუნიტური ოსმალეთის იმპერიის ან შიიტური სპარსეთის იმპერიის მიერ მხოლოდ დროის საკითხი იყო. თუ ეს ასე მოხდებოდა, მაშინ ქრისტიანული საქართველოს სახე არსებითად ტრანსფორმირებული იქნებოდა, ანუ საქართველოს შეიძლებოდა კავკასიური ალაბანეთის ბედი გაეზიარებინა - ოდესღაც ქრისტიანული ქვეყნისა, რომელიც თურქებმა გაამუსლიმანეს.

ამ ფონზე სრულიად აშკარა ხდება, რომ უძველესმა ივერიამ თავისი კულტურულ-რელიგიური მთლიანობა ჩრდილოელი მეზობლის წყალობით შეინარჩუნა. დიახ, პოლიტიკური სუვერენიტეტის დაკარგვის ფასად, რომელსაც, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ის მაინც დაკარგავდა ყველა შემთხვევაში - იმდენად ძლიერები იყვნენ მისი სამხრეთელი და სამხრეთ-დასავლელი მეზობელი სახელმწიფოები. რას ვიზამთ, ასეთია ისტორიის ლოგიკა, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვარვს ბევრი სახელმწიფოს ბედს, რომლებიც უფრო ძლიერი იმპერიების განაპირას, მის პერიფერიებში მდებარეობენ.

(...)

მას შემდეგ, რაც მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა (სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოს სამხედრო გზის მშნებლობა) შეიცვალა საეკლესიო ურთიერთობების ხასიათიც. 1811 წელს გაუქმდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ამასთან, ერთი მხრივ, საქართველოში დაიწყო რელიგიური განათლების კერების შექმნა, გაიხსნა სემინარიები, სამრევლო სკოლები, ქალთა საეპარქიო სასწავლებლები, დაიწყო პერიოდული პრესის გამოცემა ქართულ ენაზე... მეორე მხრივ კი შეიზღუდა ქართული ენით სარგებლობა ღვთისმსახურებაში, დაიწყო მისი განდევნა, სემინარიებში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა... ქართული ეკლესიის ქონება რუსული ხელისუფლების განკარგულებაში აღმოჩნდა... საქართველოს საეგზარქოსოს ბიუროკრატული აპარატის სინოდალურ მართვას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ახორციელებდა. მსგავსი „ველიკოდერჟავული“ ნაბიჯები ქართულ საზოგადოებაში მრავალრიცხოვან პროტესტებს იწვევდა. ეს ქართველების თავმოყვარეობის შელახვა იყო, მით უმეტეს, რომ საქართველომ მართლმადიდებლური სარწმუნოება ძველი რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ბევრად უფრო ადრე მიიღო. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქართული ცივილიზაცია ჩვენსაზე ბევრად უფრო ადრე შეიქმნა. შესაბამისად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უმჯობესი იყო გარკვეული ტაქტი გამოევლინა ქართულ ეკლესიასთან მიმართებით, რაც, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ მის განაპირას წარმოქმნილი სუვერენული სახელმწიფოების დღეგრძელობის ვადა ხანგრძლივი არ ყოფილა (პოლონეთისა და ფინეთის გამოკლებით), და საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა, სადაც თბილისმა განსაკუთრებული და გადაუჭარბაბებლად თუ ვიტყვით, პრივილეგირებული მდგომარეობა დაიკავა. მე არ მიმაჩნია, რომ ეს პირდაპირ იყო დაკავშირებული საბჭოთა პოლიტიკური ელიტის საქმიანობასთან - ვთქვათ, იოსებ სტალინის, სერგო ორჯონიკიძის, ლავრენტი ბერიას მოღვაწეობასთან. არა, საქმე უფრო მეურნეობის სისტემაში იყო, რომელმაც საქართველოსთვის ყველაზე ეკონომიკური ხელშეწყობის რეჟიმი უზრუნველყო [მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე].

ეკონომიკური ხელშეწყობის რეჟიმი გამოიხატებოდა რესპუბლიკის მიერ მიღებულ დოტაციებში, რომელმაც „რკინის ფარდის“ მიღმა არსებული რესპუბლიკა საკავშირო ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმის ცენტრად გადააქცია. ასეთი ეკონომიკურ-სამეურნეო რეჟიმი ადგილობრივ მოსახლეობაზე დადებითად მოქმედებდა, თუმცა აქვე შევნიშნავ, რომ საქართველოს აყვავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ჩრდილოვანი ეკონომიკაც იქცა. როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირში ყოველ რესპუბლიკას თავისი სპეციალიზაცია გააჩნდა. საქართველოს დავალებული ჰქონდა, რომ ჩაის, ღვინისა და მინერალური წყლის გარდა, დიდი საბჭოთა ქვეყანა ცისტრუსებითაც მოემარაგებინა, რომლის „ლომის წილი“ მაღაზიებში კი არა, ბაზრებში იყიდებოდა შესაბამის ფასებში.

ერთი სიტყვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სწორედ საქართველო უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, სხვა მოკავშირე რესპუბლიკებთან შედარებით, მეტროპოლიასთან კავშირების შენარჩუნებაში, მაგრამ ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკური ავანტიურისტების ჯგუფმა სხვა გზა აირჩია, რომელმაც ქვეყანა სამოქალაქო ომამდე და მოსახლეობის გაღატაკებამდე მიიყვანა.

ედურად შევარდნაძისა და მისი მემკვიდრეების მმართველობის პერიოდში სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, მაგრამ თანამედროვე ხელისუფლებას ჭირდება, რომ მოსახლეობას სიღარიბის, კორუფციის და სხვა პრობლემების მიზეზები აუხსნას. თბილისს ახლა ნატოში გაწევრიანება და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთგვარ პანაცეად წარმოუდგენია. როგორც რუსი ექსპერტი ვლადისლავ გულევიჩი აღნიშნავს, „პროდასავლური კურსი საქართველოს პოლიტიკის მეწველი ძროხაა ბოლო 20 წლის განმავლობაში და მასში ეჭვის შეტანის უფლება არავის არ აქვს. სხვაგვარად ქართულ ელიტას იმის აღიარება მოუწევს, რომ ქვეყანა იქით არ მიჰყავს, საითაც საჭიროა, ხოლო რუსეთი სრულიადაც არ არის აგრესორი, პირიქით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. სახელმწიფო იდეოლოგიის ასეთ ნგრევაზე თბილისი არ დათანხმდება“.

ეს სიტყვები ორი წლის წინ ითქვა, მაგრამ სიტუაცია დღეს კიდევ უფრო გაუარესებულია, რადგან ქართულ ფსევდოელიტას სძინავს და სიზმარში რესპუბლიკას ევროატლნტიკური ცივილიზაციის ნაწილად ხედავს... არადა, დასავლეთი საქართველოს მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურის ნაწილად განიხილავს, რომელიც მისთვისაა მომგებიანი - სამხედრო-ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით.

და რა თქმა უნდა, ქართველმა ჯარისკაცებმა საკუთარი სისხლით გადაიხადეს აშშ-ის გეოპოლიტიკური პროექტების ფასი ერაყში, სადაც დაიღუპა და დაიჭრა მინიმუმ 21 სამხედრო მოსამსახურე. ავღანეთში კი საქართველოს დანაკარგები, ოფიციალური მონაცემებით, 27 ჯრისკაცს შეადგენს. მთავარი კითხვა: რისი გულისთვის? იმისთვის, რომ ავღანური  ნარკოტიკები სამხრეთ კავკასიაშიც მოხვდეს?

ქართველები მუდმივად ლაპარაკობენ მათი მიწების ანექსიაზე რუსეთის იმპერიის მიერ და ოკუპირებაზე საბჭოთა რუსეთის მხრიდან, მაგრამ რატომღაც ივიწყებენ იმას, რომ ისინი [სწორედ რუსეთის მეშვეობით] გადარჩნენ როგორც ეთნოსი და უძველესი დროიდან მოყოლებული, თავიანთი კულტურულ-რელიგიური მატრიცა შეინარჩუნეს და მატერიალურად „ოკუპანტზე“ უკეთესად ცხოვრობდნენ. უცნაურია, ხომ?

 

https://vpk-news.ru/articles/51560