„თუ ივანიშვილი აპირებს არჩევნები იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე“ - ოქრუაშვილი

„თუ ივანიშვილი აპირებს არჩევნები იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე“ - ოქრუაშვილი

„არჩევნებამდე ვაპირებ, რომ შევქმნა პოლიტიკური ჯარი“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

„თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს არჩევნები იგივე მეთოდებით ჩაატაროს, მისი ჭიქიდან ჩაის დავლევ მე. ეს ქვეყანა უკეთეს მომავალს იმსახურებს და მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყანაში იცხოვრონ. უკეთეს ქვეყანაში და არა ივანიშვილის სახანოში. წინა წლებში ასეთი ვითარება არ იყო. თქვენ არ ვიცი ატყობთ თუ არა, კულუარებში ლაპარაკი დაიწყეს, აფხაზეთის აღიარებაზე ხომ არ გვეფიქრაო. ძალიან ბევრი საგანგაშო რამ ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.