„გვარებს არ ვიტყვი, შევარდნაძის მინისტრები მაფინანსებდნენ“ - ოქრუაშვილი

„გვარებს არ ვიტყვი, შევარდნაძის მინისტრები მაფინანსებდნენ“ - ოქრუაშვილი

„შევარდნაძის მაღალჩინოსნებიდან დაწყებული რიგითი წვრილფეხობით, ჩინოვნიკებით დამთავრებული რიგები მედგა, მარტო შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600 000 დოლარი მაქვს წამოღებული“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. 

ოქრუაშვილი გვარებს ვერ ასახელებს, რადგან ამბობს, რომ „ივანიშვილთან მძიმე ბრძოლა აქვს და ამ შემთხვევაში, მას არავინ დაელაპარაკება“.

„სახელისუფლებო ბერკეტები ასეთი ფულის მოსაზიდად მე არ მჭირდებოდა. მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსების მომგროვებელი, მქონდა გარკვეული სახის ურთიერთობები, გვარებს არ ვიტყვი, შევარდნაძის მინისტრები მაფინანსებდნენ, რომ შემდეგ მათ საფრთხე არ შექმნოდათ. დღესაც მშვენივრად არიან. ასე ხდებოდა და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.