ინტერვიუ სერგეი ლავროვთან: „ჩვენ არასოდეს ვესწრაფვოდით საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესებას“

ინტერვიუ სერგეი ლავროვთან: „ჩვენ არასოდეს ვესწრაფვოდით საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესებას“

23 ივლისს, საღამოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ Russia Today-ს, ლათინურ-ამერიკული მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობით. მან ისაუბრა აშშ-ის ურთიერთობაზე სამხრეთ ამერიკის (ლათინური ამერიკის) სახელმწიფოების, კერძოდ კი კუბისა და ვენესუელის მიმართ. ერთ-ერთი კითხვა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობასაც ეხებოდა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუს სტენოგრამიდან, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული:

- პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები არ იქნებაო. როგორ ფიქრობთ, ასეთი მიდგომა შეიძლება აშშ-სათვის სამაგალითო იყოს?

- იცით, საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩვენ არასოდეს არ ვესწრაფვოდით ამ ურთიერთობების გაუარესებას. ეს სწორედ საქართველოს ხელმძღვანელობამ ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და ყველანაირად ცდილობდა ჩვენთან ეკონომიკური კავშირები შეეზღუდა, მაგრამ ეკონომიკამ მაინც თავისი გააკეთა. და მათ, რომლებიც საქართველოში მატერიალურ დოვლათს ქმნიან, ძალიან კარგად ახსოვთ, თუ რამდენად მჭიდრო იყო ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო  კავშირები. დღეს ვაჭრობა განახლებულია და მე არ ვფიქრობ, რომ ამით ვინმე რაიმე უხერხულობას გრძნობს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს ყველაფერი ხდება იმისათვის, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, უპირველესად კი აშშ, ყოველნაირად ცდილობს რუსეთის ფედერაციას მეზობლები ჩამოაშოროს. გაიხსენეთ, 200 წელი, როცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მუხრუჭებმა სრულიად უმტყუნეს და მან, მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად - იმ გაფრთხილების ჩათვლითაც, რომელსაც ვლადიმერ პუტინი აკეთებდა, მაინც გადაწყვიტა ძალა გამოეყენებინა, რათა თავისი საკითხები გადაეწყვიტა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. იქ [საქართველოში] ათობით ამერიკელი ინსტრუქტორი მუშაობდა, ისინი ქართულ სპეციალურ დანიშნულების ქვედანაყოფებს წრთვნიდნენ, მთლიანად სამხედრო მოსამსახურეებსაც. და ბრძანებები, რომლებიც [ჯარისადმი] იქნა გაცემული სამხრეთ ოსეთის ხელში ჩასაგდებად, დანაშაულებრივია. ეს ყველას ესმის. იგი თავის მოქალაქეებს დაესხა, ასევე დაესხა მშვიდობისმყოფლებსაც, რომელთა შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ. ევროკავშირის მიერ დაკვეთილმა სპეციალურმა გამოძიებამ - ე.წ. „ჰაიდი ტალიავინის კომისიამ“ მკაფიო დასკვნა გააკეთა იმაზე, რომ სამხედრო მოქმედება სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.

იმასთან დაკავშირებით კი, გააკეთებს თუ არა აშშ რაღაც დასკვნას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე - არ შემოიღოს სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ჩემთვის ამიაზე მსჯელობა ძნელია. იმიტომ, რომ აშშ განსაკუთრებული ქვეყანაა, მას თავისი ტრადიციები აქვს, თანაც ისეთი ტრადიციები, რომლებიც „ველიკოდერჟავულია“, სამწუხაროდ. ამიტომაც სინამდვილეში, თუ აშშ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დამყარებულ პოლიტიკას გაატარებს ყველა თავის პარტნიორთან - გნებავთ რუსეთთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან ან სხვა ქვეყანასტან, დარწმუნებული ვარ პრობლემები მსოფლიოში უფრო ეფექტურად და საიმედოდ იქნებოდა გადაწყვეტილი. ჩვენ, რა ტქმა უნდა, დიალოგი გვაქვს ვაშინგტონთან, ვცდილობთ ჩვენი მიდგომები ავუხსნათ იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო არენაზე ვითარდება. ოსაკაში გამართულმა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრამ აჩვენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, პრინციპში, ყველასათვის მისაღებ მიდგომებს ეძებს. ვნახოთ, რამდენად იქნება ცხოვრებაში გატარებული მისი სურვილები, შემსრულებელთა დონეზე.

 

http://www.mid.ru/ru/foreign_policy/news/-/asset_publisher/cKNonkJE02Bw/content/id/3733488