მანქანა მომყვებოდა, შვილები სკოლაში ვერ დადიოდნენ, ადეიშვილმა კი, დათმეთ წილები და ყველაფერი დასრულდებაო - ჯარჯი აქიმიძე

მანქანა მომყვებოდა, შვილები სკოლაში ვერ დადიოდნენ, ადეიშვილმა კი, დათმეთ წილები და ყველაფერი დასრულდებაო - ჯარჯი აქიმიძე

როდესაც სადმე წავიდოდი, მანქანა მომყვებოდა, ჩემი შვილები სკოლაში ვერ დადიოდნენ, დვალს მხოლოდ ჩემს სახლამდე შეეძლო მოსვლა, ტელეფონები ისმინებოდა - როცა ადეიშვილს ვკითხეთ, ამას რატომ გვიკეთებდნენ, აბა, რა გგონიათ, დათმეთ წილები და ყველაფერი დასრულდებაო, - ამის შესახებრუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯარჯი აქიმიძემპალიტრანიუსისეთერში, გადაცემაში „360 გრადუსიგანაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, თუ დაათმობინეს მას და დათო დვალსრუსთავი 2“-ის წილები, აქიმიძემ განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ზეწოლას.

ქიბარ ხალვაში და ირაკლი ოქრუაშვილი დავობენ, თუ ვისია კომპანია, ხოლო ჩვენ ვდავობთ, რომ 2004 წელს, რესტორანმეგრელებშიმე და დათო დვალს, მის დაბადების დღეზე შეგვხვდნენ ადეიშვილი და მერაბიშვილი, რომელთაც გამოგვიცხადეს, რომ მათ ტელევიზია სჭირდებოდათ და უნდა დაგვეთმო, ჩვენ უარი ვთქვით. ამის მერე გვქონდა დიდი ხანი გვქონდა მათთანაც ურთიერთობა, რაშიც ოქრუაშვილი არ ყოფილა. როგორ დაგვათმობინეს? მაგალითად, ჩემი სახლის წინ იდგა ორი მანქანა. წავიდოდი მარჯვნივ, მომყვებოდა ერთი, წავიდოდი მარცხნივ, მომყვებოდა მეორე მანქანა. ჩემი შვილები სკოლაში ვერ დადიოდნენ, რადგან იყო მუდმივი სტრესი. დათო დვალს შეეძლო, სახლიდან მოსულიყო მხოლოდ ჩემს სახლამდე. ტელეფონები ისმინებოდა, თან ძალიან აქტიურ ფაზაში, ისე, რომ არც ერიდებოდათ. როცა ვიკითხეთ ადეიშვილთან მისივე კაბინეტში, რატომ გვიკეთებდნენ ასეთ რაღაცას, აბა, რა გგონიათო. როდესაც მოვიკითხეთ, რატომ აკეთებდნენ, დათმეთ წილები და ყველაფერი დასრულდებაო. აი, სულ ეს იყო, ცოტაა? იმ დროს ეტყობა არ იყო ჯერ მოდაში და აპრობირებული, არავის დავუჭერივართ. კი ბატონო, ციხეში არ ჩავუყრივართ, ფრჩხილები არ დაუძრიათ და .. მაგრამ რაც გაგვიკეთეს, ის არ იყო საკმარისი? და რატომ გაგვიკეთეს, დიდი ბოდიში, იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ისინი მოსულიყვნენ ხელისუფლებაში? არსანიძეს გადავუფორმე, ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო სულ გაუგებრობაში, აფახურებდა თვალებს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რას აკეთებდა. მოაწერინეს ხელი, უთხრეს, თავისუფალი ხარო და გავიდა ოთახიდან“, - განაცხადა აქიმიძემ.