რუსეთი, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო  სამხრეთ კორეას ბოდიშს უხდის

რუსეთი, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სამხრეთ კორეას ბოდიშს უხდის

რუსეთმა, სამხრეთ კორეას საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ბოდიში მოუხადა.  ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ სეულზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

როგორც სეულში განაცხადეს, რუსულმა მხარემ მათ მომხდარის გამო უკვე მოუბოდიშა და განმარტა, რომ უბრალოდ გაუგებრობა მოხდა.

სამხრეთ კორეამ რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა. შემთხვევა იაპონიის ზღვის თავზე, ტოკტოს (ტაკესიმას) კუნძულებთან მოხდა.

მოსკოვმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად უარყო.