ბოდიში ქალბატონო ეკა, მაგრამ ამას ზღვარს გადასული ნაძირალა თუ იკადრებდა! - სარალიძე ბესელიას

ბოდიში ქალბატონო ეკა, მაგრამ ამას ზღვარს გადასული ნაძირალა თუ იკადრებდა! - სარალიძე ბესელიას

ხორავას ქუჩაზე ჯგუფურად მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. სარალიძე დეპუტატ ეკა ბესელიას "ზღვარ გადასულ დეიდას" უწოდებს.

„მართლა ზღვარს გადასულო დეიდა!

შვილის გულისთვის ბრძოლის მცოდნე დედა, რომელიც შვილმოკლულ მშობლებს აკრიტიკებდა რბილად რომ ვთქვათ.
დღეს დგას იმ ადგილას სადაც დღეს კიდევ მიუღწეველი სამართალია და სამართალს ითხოვს?
ბოდიშით ქალბატონო ეკა მაგრამ ამას უკვე მართლა ზღვარს გადასული ნაძირალა თუ იკადრებდა!
ბოდიშით ქალბატონო ეკა, მაგრამ სისხლი აღარ მოგესმათ?
ხვალ 18 ის გახდებოდა ეკა დეიდა ჩემი შვილი,რომლის ჭეშმარიტების ბრძოლის დროს თქვენ მე მაკრიტიკებდით!
ბევრი რამის დაწერა მინდა რას ვფიქრობ დედაზე,რომელმაც ცოცხალი(და არა სადისტურად მოკლული) შვილისთვის ბრძოლა იცის, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი და ამით დავასრულებ!
ვინც კი წინ გადაუდგა სამართლის აღდგენას უფალი არავის ივიწყებს!" , - წერს სარალაიძე.

გუშუნ რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარა აქციაზე ეკა ბესელია იმყოფებოდა. დეპუტატი ორგანიზატორის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა.