მაშველებმა ტყეში გზააბნეული ექვსი მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა ტყეში გზააბნეული ექვსი მოქალაქე გადაარჩინეს

წყალტუბოში, მაშველებმა ტყეში გზააბნეული 6 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტები სათაფლიის მღვიმის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ, შემდეგ კი ტყეში შევიდნენ და იქიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ.

გზააბნეულ პირებს შორის - 2 მოზარდი და თურქეთის 1 მოქალაქე იყო. ისინი მაშველებმა შეტყობინების მიღებიდან 35 წუთში იპოვეს.

ექვსივე ტურისტი თავს კარგად გრძნობს.

საძიებო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ წყალტუბოს პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები