ამბავს სამართლებრივი განვითარების გარდა, ვერაფერი დაამთავრებს - ვოლსკი ხაზარაძესა და ჯაფარიძეს  საქმეზე

ამბავს სამართლებრივი განვითარების გარდა, ვერაფერი დაამთავრებს - ვოლსკი ხაზარაძესა და ჯაფარიძეს საქმეზე

„დარწმუნებული ვარ, რომ ამბავს სამართლებრივი განვითარების გარდა, ვერაფერი დაამთავრებს და წერტილს ვერ დაუსვამს. არსებობს გამოძიება, პროკურატურის მასალები და არსებობს სასამართლო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკმა განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საკმაოდ დიდი თანხის გათეთრებას ედავებოდნენ, შემდეგ იყო სპეკულაციები და საკითხის პოლიტიზება მოხდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამბავს სამართლებრივი განვითარების გარდა, ვერაფერი დაამთავრებს და წერტილს ვერ დაუსვამს. არსებობს გამოძიება, პროკურატურის მასალები და არსებობს სასამართლო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით უნდა დამთავრდეს, არავის არ უარყვია, რომ ფულის ამ რაოდენობის გათეთრება მოხდა, რა ვითარება იყო, როგორ და რა ვითარებაში მოხდა, არის თუ არა ეს დანაშაული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.