სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

დღევანდელ პროცესსზე ბრალდების მხარემ თავის შესავალი სიტყვა წარადგინა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.