პუტინმა სუვერენული ინტერნეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

პუტინმა სუვერენული ინტერნეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

 რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სუვერენული ინტერნეტის შესახებ შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

რუსული მედიის ცნობით, კანონის მიზანია რუსეთში არსებული ინტერნეტის ქსელის დაცვა იმ შემთხვევაში თუ მის გამართულად ფუნქციონირებას უცხო ქვეყნების მხრიდან საფრთხე დაემუქრება.

კანონის თანახმად, იქმნება ინტერნეტის მონიტორინგისა და მართვის ცენტრი, რომელიც ნებისმიერი ექსტრაორდინარული ვითარების დროს, რუსეთის ტერიტორიაზე ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.ახალი კანონი 2019 წლის ნოემბრიდან შევა ძალაში. ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ სადავო კანონი სახელმწიფო სათათბირომ 16 აპრილს დაამტკიცა. კანონპროექტი „რუნეტის" სახელწოდებით არის ცნობილი. ფედერალურმა საბჭომ კი 2019 წლის 22 აპრილს დაუჭირა მხარი