ქიბარ ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიდა

ქიბარ ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიდა

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მივიდა. 

ხალვაში ექსპერტიზის ბიუროში საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე თავადაა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია. ოქრუაშვილის მტკიცებით, საბუთს ხელს ხალვაში აწერს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმოწერის დანმდვილობის დასადასტურებლად ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში მისვლას ითხოვდა.