ივანიშვილს არ მოულოცავს, რომ გახარებოდა მომილოცავდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას - ქიბარ ხალვაში

ივანიშვილს არ მოულოცავს, რომ გახარებოდა მომილოცავდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას - ქიბარ ხალვაში

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია. ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ იმან არა. ყველას, ვისაც გაუხარდა, მომილოცა. რომ გახარებოდა მომილოცავდა" , - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა. 

ხალვაშის თქმით, ივანიშვილთან 2012 წლის შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია.

„ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია არასდროს. ერთხელ მქონდა ბელგიაში ვიყავით, 2012 წლის ნოემბერში. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია. ბევრმა მომილოცა, სამწუხაროდ იმან არა. ყველას, ვისაც გაუხარდა, მომილოცა. რომ გახარებოდა მომილოცავდა“, - განაცხადა ხალვაშმა.