"არ გამოვრიცხავ დამაკავონ" -  მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში მივიდნენ

"არ გამოვრიცხავ დამაკავონ" - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში მივიდნენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში მივიდნენ.

მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა დააკავონ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.