მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში, ეს ორკესტრირებული შეტევაა -მამუკა ხაზარაძე

მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში, ეს ორკესტრირებული შეტევაა -მამუკა ხაზარაძე

„მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში. ეს უკვე აღარ არის პროკურატურა. ამას ორკესტრირებული შეტევა დავარქვი და ეს იმის გაგრძელებაა, რომელსაც ცუდი დირიჟორები და მუსიკოსები ჰყავს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ.

ხაზარაძის თქმით, პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი, იყო გამეორება წინა ორი ბრიფინგისა, რომლის შემდეგაც იანვარ-თებერვალში „თიბისის“ აქციონერებმა 200 მილიონი დოლარით იზარალეს.

„დღევანდელი ბრიფინგით, რომ 5 წუთით მოვსულიყავით  და რაღაც ქაღალდები გადმოეცეთ, 8%-ით დააგდეს „თიბისის“ აქციები და ისევ დააზარალელეს რამდენიმე ათეულობით მილიონობით ინვესტორი. ისინი აზარალებენ საქართველო საინვესტიციო კლიმატს. ეუბნებიან ინვესტორებს, რომ აქ უსაფრთხოდ არ ხართ. ვიღაც ბიორაკრატ პროკურორს შეუძლია გამოვიდეს, დააანგრიოს წარმატებული ინსტიტუტი და რეგიონში ყველაზე წარმატებული ინსტიტუცია, რომელსაც სამარცხვინო ეროვნული ბანკის მართველი ყავს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.