„პრეზიდენტს ასეთ საქმეში ჩარევის კომპეტენცია არა აქვს" - ზურაბიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

„პრეზიდენტს ასეთ საქმეში ჩარევის კომპეტენცია არა აქვს" - ზურაბიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

„მე ვაკვირდები და მაქვს ჩემი ანალიზი, მაგრამ კარგად უნდა გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არა აქვს კომპეტენცია ჩაერიოს ასეთ საქმეში", - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტს ასეთ საქმეში ჩარევის კომპეტენცია არა აქვს, სანამ საქმეში პროკურატურა ან სასამართლოა ჩართული.

„მესმის რომ ოპოზიცია ან არასამთავრობო სექტორი თავიანთ შეხედულებებს აჟღერებენ. მე ვაკვირდები და მაქვს ჩემი ანალიზი, მაგრამ კარგად უნდა გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არა აქვს კომპეტენცია ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება, სანამ პროკურატურა ან სასამართლოა ჩართული ამაზე პრეზიდენტის მიერ კომენტარის გაკეთება არის უშუალოდ ჩარევა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.