სისხლი ცხედრების გადასვენებისას დაიღვარა - შსს-ს გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე

სისხლი ცხედრების გადასვენებისას დაიღვარა - შსს-ს გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე

გურამიშვილის გამზირზე, სადაც 2 ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, საცხოვრებელი სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალი აღმოაჩინეს, რაც ადგილობრივების ვარაუდით, მკვლელობის ახალ ვერსიას აჩენს.

შსს-ს ინფორმაციით, ცხედრების გამოსვენების დროს მოხდა სისხლის ჩამოღვრა და სახლიდან ლიფტამდე სისხლის კვალი ამის გამო დარჩა.

„სამართალდამცველების მიერ, ცხედრების გამოსვენების დროს, მოხდა სისხლის ჩამოღვრა, რის გამოც კვალი რჩება გარკვეულ ადგილზე. ეს არის მიზეზი, რის გამოც ტერიტორიაზე სისხლის კვალი აღინიშნება“, - განაცხადეს შსს-ში.

არაოფიციალური ვერსიით, გამოძიება მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. კერძოდ კი, არაოფიციალური ინფორმაცით, გარდაცვლილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რასაც მეორე ახალგაზრდის სიკვდილი მოყვა, ამის შემდეგ კი თავი მოიკლა. ერთ-ერთ ახალგაზრდას ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. ამასთან, სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ადგილზე იპოვეს.

 

ინტერპრესნიუსი