სოფელ ჯუთაში რუსი ტურისტი დაშავდა

სოფელ ჯუთაში რუსი ტურისტი დაშავდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში ყაზბეგში, სოფელ ჯუთას მიმდებარედ დაშავებული ტურისტის შესახებ ინფორმაცია შევიდა. რუსეთის მოქალაქე ფიზიკური დაზიანებების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.

"დაშავებულების დასახმარებლად დაუყოვნებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დუშეთის სამაშველო ჯგუფის მაშველები, რომლებსაც რთული რელიეფის გამო, მთელი ღამის განმავლობაში ქვეითად გადაადგილება მოუწიათ.
ჯუთაში ჩასულ მაშველებს შემთხვევის ადგილზე დახვდათ რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 4-კაციანი ტურისტული ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთ ქალს ტრავმა ჰქონდა მიღებული", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მაშველებმა ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ქალს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.