„შსს-მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავრდებით მარაზმში“ - უტიაშვილის სახლთან გორელები აქციას მართავენ

„შსს-მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავრდებით მარაზმში“ - უტიაშვილის სახლთან გორელები აქციას მართავენ

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, შოთა უტიაშვილის სახლთან გორელი ახალგაზრდები შეიკრიბნენ, რომლებიც უტიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნებულ სტატუსს აპროტესტებენ. ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე შოთა უტიაშვილი წერს.

„ვინც ნახეთ, გუშინ დავწერე სტატუსი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველაფერს უთმობს. ვწერდი, რომ ომის შემდეგ, მიუხედავად მისი პლიუს-მინუსისა, საქართველოს დაუგროვდა პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ეხლა იფლანგება თქო.

ეს პოსტი შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება - არა, დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, არაფერში არ ჯდება. სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც იქ ცირკს აწყობს.

შსს-მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავრდებით მარაზმში“, - წერს უტიაშვილი.

უტიაშვილის სახლთან. გორელი ახალგაზრდები მისგან გუშინ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

შოთა უტიაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა:  „აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს "დაჩმორება" იოლი არ იქნებოდა.

დღეს უკვე, ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი. მოსკოვმა მოახერხა, და ქართული ოცნების უთავმოყვარეობის, პანიკიორობისა და არაპროფესიონალიზმის წყალობით, მიაღწია იმას, რომ ივანიშვილს რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს. 

უმარტივესი ილეთით, სანქციების მუქარით, მერე მისი შემსუბუქების იმედის მიცემით, საზღვართან ჩატარებული სამხედრო წრთვნებით, კრემლმა სრულიად ამოაგდო კალაპოტიდან საქართველოს მთავრობა.

აგერ შედეგიც, ყველაზე მნიშვნელოვანი პროდასავლური პროექტი, ანაკლიაის პორტი, გაყინეს, ყველაზე დიდი პროდასავლური ორგანიზაცია - რუსთავი 2 დაანგრიეს, და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. 

დასავლეთს კი, ჯერჯერობით, სძინავს“.