„ჯერ კარგად ვერ ვხვდები, რამხელა რაღაც დავკარგე“ - მაკო გომური

„ჯერ კარგად ვერ ვხვდები, რამხელა რაღაც დავკარგე“ - მაკო გომური

„ჯერ კარგად ვერ ვხვდები, რამხელა რაღაც დავკარგე", - ამის შესახებ განცხადება 20 ივნისს აქციის დარბევისას დაშავებულმა მაკო გომურმა გააკეთა. 18 წლის მაკომ ამ ღამეს თვალი დაკარგა.

„ჯერ კარგად ვერ ვხვდები, რამხელა რაღაც დავკარგე. შეიძლება, ეს ვინმესთვის არაფერია და ელემენტარულს წარმოადგენს, მაგრამ ჩემთვის ბევრია. ერთადერთი ჩემს გარეგნობაში, რაც მომწონდა თვალები იყო. არც 18 წლის გოგოს უნდა ხვდებოდეს ტყვია და არც 28 წლის ბიჭს, რომელსაც შვილი და ცოლი ჰყავს. რაღაცას აკარგვინებ ცხოვრებაში. ახლა რომ მკითხოს ვინმემ, როგორია ორი თვალით ხედვა, არ მახსოვს. იმიტომ, რომ მარჯვენა მხარეს ვხედავ, მარცხენა მხარე ჩემთვის დაკარგულია.

დიდი ადამიანივით ვლაპარაკობ, მაგრამ, ზოგადად, ჩვენს ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი რომ ხდება, რაღაცების გადაფასებას იწყებ. ხვდები, რაზე ნერვიულობდი და ახლა რაზე დარდობ. ჩემი დებიც მაგას ამბობენ, რომ აქამდე რა მიგვაჩნდა სადარდებლად და თურმე რა ყოფილაო“, - ამბობს გომური.

 

on.ge