რუსთაველის გამზირზე კარავი გაშალეს

რუსთაველის გამზირზე კარავი გაშალეს

რუსთაველის გამზირზე იქ, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელმოწერებს აგროვებს, კარავი გაშალეს.

კარვის გაშლის მცდელობა პარლამენტთან მაჩალიკაშვილს დღეს დილითაც ჰქონდა, თუმცა მას ამის საშუალება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს. ამჟამად კი აქციის მონაწილეებისთვის პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწევია. კარვის გაშლას აპლოდისმენტები მოჰყვა. აქციის ორგანიზაოტრები ამბობენ, რომ ეს არის მოქალაქის კონსტიტუციური უფლება და ის მიზეზი, რომ პარლამენტთან ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება, მოგონილია.

თვითონ მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ამჟამად პარლამენტთან არ იმყოფება.