დაინტერესებულები არიან , რომ ანაკლიის პროექტი არ  განხორციელდეს, სწორედ ამიტომ უკავშირებენ ყველა თემას ამ პროექტს

დაინტერესებულები არიან , რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, სწორედ ამიტომ უკავშირებენ ყველა თემას ამ პროექტს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და მისი რეალიზაცია აუცილებლად მოხდება.

სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი და ანაკლიის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ მე თვითონაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში წლების განმავლობაში. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, ანაკლიის პრიექტის რეალიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის სახით, საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი ჰქონდეს.

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული ამ პროექტის მიმართ. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი, ბევრი ნაბიჯი გადავდგით, იქნებოდა ეს ფინანსური ვალდებულებების აღება თუ ინვესტიციების განხორციელება იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აუცილებელია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, იქნება ეს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან თუ .. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი. მინდა ყველას მოვუწოდო, მეგობრებო, ნუ ცდილობთ, ეს თემები დავუკავშიროთ ერთმანეთს. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, სწორედ მათ ინტერესშია, რომ ყველა ამ თემის დაკავშირება მოხდეს ანაკლიის პროექტთან“, - განაცხადა ბახტაძემ.