ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ირანმა საშუალო მანძილის მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გვიან ღამით გამოსცადა, რომელმაც 1კმ მანძილზე იფრინა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ტელეარხის მიმომხილველმა, ბარბარა სტარმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რაკეტა Shabaab-3 აშშ-ის ბაზებს ან გემებს არ ემუქრება, დაზვერვის შეფასებით, აღნიშნული გამოცდა არის ირანის მცდელობა, გაშვების სიზუსტეები გააუმჯობესოს.

ამასთან, ირანში რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ირანის სარაკეტო პროგრამა საერთაშორისო საზოგადოებაში უთანხმოების საგანია.

აშშ და რიგი ქვეყნები ირანს გაერო-ს რეზოლუციას ახსენებენ, რომელიც ირანს სარაკეტო გაშვებებს უკრძალავს. ირანში კი აცხადებენ, რომ რაკეტების გაშვება გაერო-ს რეზოლუციას არ არღვევს.