ოქრუაშვილს აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან - გრიგოლ ვაშაძე

ოქრუაშვილს აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან - გრიგოლ ვაშაძე

„აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, დაატეროროს ოპოზიცია, ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ" , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოქრუაშვილი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და სახელმწიფოს ღირსებას იცავდა.

„საღამოს 7 საათიდან დილის 7-ის ნახევრამდე ვიყავი რუსთაველის გამზირზე და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი ძალადობა არ დაუგეგმავს, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმავს და მონაწილეობა მასში არ მიუღია, არავითარი ჯგუფი არ შეუქმნია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. იცავდა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და ჩვენი სახელმწიფოს ღირსებას. აუცილებლად გამოვიყვანთ ციხიდან და არ მივცემთ საშუალებას ხელისუფლებას, დაატეროროს ოპოზიცია, ასე სათითაოდ ამოაძროს ოპოზიციიდან ის ხმები, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოს ნორმალური განვითარების გზას იცავენ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებითდააკავეს.