პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით ერთი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით ერთი მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის ინფორმაციით, პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს  წარედგინათ ბრალი ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.