ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალშია

მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.

მან ძალიან იოლად მოახერხა მეოთხედფინალში ფრანგი ჟერემი შარდის დამარცხება.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მოწოდებაზე მხოლოდ შვიდი ქულა დათმო და შვიდიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა.

ბასილაშვილის მეტოქე ნახევარფინალში მეორე განთესილ გერმანელ ალექსანდრ ზვერევსა და სერბ ფილიპ კრაინოვიჩს შორის მოგებულს შეხვდება.