არანაირ ფულზე არ გავწყვეტთ ჩვენს კავშირს, ჩვენს ურთიერთობას მოძმე  რუსეთთან“ -ალექსანდრე ლუკაშენკო

არანაირ ფულზე არ გავწყვეტთ ჩვენს კავშირს, ჩვენს ურთიერთობას მოძმე რუსეთთან“ -ალექსანდრე ლუკაშენკო

დღეს, მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარ რინკევიჩს შეხვდა. ლატვიელმა სტუმარმა მასპინძელთან საუბრის დროს  განაცხადა, რომ  რიგისათვის მინსკისა და მოსკოვის ინტეგრირების გაღრმავების პროცესი შემაშფოთებელია.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ედგარ რინკევიჩს ასე უპასუხა: „ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობა გვსურს დასავლეთ ევროპასთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან... მე როგორც პოლიტიკაში დიდი ხნით მყოფ ადამიანს, კარგად მესმის, ვინ არიან აშშ და ევროკავშირი, მაგრამ არასოდეს და არავითარ შემთხვევაში, არანაირ ფულზე არ გავწყვეტთ ჩვენს კავშირს, ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან... ეს ხომ ჩვენი მოძმე რუსეთია, ჩვენი ხალხი, რომლებიც პატივს გვცემს...რუსეთი ის მრავალეროვნული ქვეყანაა, სადაც ბელარუსის პრეზიდენტის რეიტინგი 60%-ს აჭარბებს. ბელარუსი არასოდეს ალმაცერად არ შეხედავს იმ ქვეყანას, რომელიც მძიმე წუთებში ყოველთვის მხარს გვიჭერდა. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევზღუდავთ დასავლეთთან ურთიერთობას, აღმოსავლეთთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან... ჩვენ უარს არ ვიტყვით ჩვენს პრინციპულ ინტერესებზე.

თუმცა ამას თქვენც ხედავთ. ამას საჯაროდ და გულახდილად ვამბობ. მინდა, რომ თქვენ ჩვენს პოლიტიკას ჩასწვდეთ და გაიგოთ. ვფიქრობ, ასე იქნება მუდამ, სანამ მე პრეზიდენტი ვიქნები“,-განაცხადა ლუკაშენკომ.

https://ria.ru/20190726/1556897988.html?utm_source=yxnews&utm_medium=desktop