„ბრავო! ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ“

„ბრავო! ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ“

„ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გამოძიება მის სატელეფონო საუბრებს უსმენდა.

„ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟილაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ „ფულის გათეთრების“ საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!“ – წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „რუსთავი 2-თან“ სატელეფონო საუბარში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ გუშინ განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმის ფარგლებში 20-მდე პირის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ, მათ შორის „ტვ პირველის“ დამფუძნებელსაც.