უკრაინის ცესკომ სააკაშვილის პარტიის ფინანსურ ანგარიშში დარღვევა აღმოაჩინა

უკრაინის ცესკომ სააკაშვილის პარტიის ფინანსურ ანგარიშში დარღვევა აღმოაჩინა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 ივლისის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ შუალედურ ფინანსურ ანგარიშში დარღვევა აღმოაჩინა. ინფორმაციას უკრაინის ცესკო აქვეყნებს.

უწყებამ ამის შესახებ ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიაწოდა. საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის გარდა, დარღვევა აღმოჩნდა კიდევ სამი პარტიის ფინანსურ ანგარიშში.

გავრცელებული ცნობით, დარღვევები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ფონდებში ფულადი სახსრების ჩარიცხვებსა და მოხმარებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა.