ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

National Geographic-ის დაკავებული მკვლევარის, ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერები ხელმოწერებს აგროვებენ. მხარდამჭერების ნაწილი ლორთქიფანიძეს თავდებშიც უდგება. 

National Geographic-ის მკვლევარი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება. 

ბეჟან ლორთქიფანიძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. ლორთქიფანიძე, რომელიც 13 ივნისის სტიქიისას მაშველებს დახმარებას უწევდა, 20 ივნისის ღამის აქციის მონაწილეა. დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლორთქიფანიძე აქციაზე დაშავდა, მას შუბლში რეზინის ტყვია მოხვდა.