ფარულ კადრებზე დღემდე არ არის პასუხი - ბესელია

ფარულ კადრებზე დღემდე არ არის პასუხი - ბესელია

"ორმა ადამიანმა დასვა ამ დარბაზში კითხვა, რომელიც ეხება პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფას. ერთი არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელთა დროსაც ეს უკანონო ჩანაწერი განხორციელდა და მეორე იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის დროსაც ეს უკანონო ჩანაწერი რამდენჯერმე გავრცელდა. ორივეს პასუხისმგებლობას ვხედავ მე ამ პროცესში. მივამატებ მესამე კითხვას - მთავარ კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოძიებას - ვინ დაგეგმა და რა მიზნით, თუმცა, რაღაცები მე მგონი შეიძლება უკვე, რომ სახელდებული იყოს" - განაცხადა ეკა ბესელიამ