საპროტესტო აქციის გაშუქების ნაცვლად, რუსულ არხებზე გასართობი გადაცემები გადის

საპროტესტო აქციის გაშუქების ნაცვლად, რუსულ არხებზე გასართობი გადაცემები გადის

მოსკოვში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაგება რუსეთის მოსახლეობას ძირითადად სოციალური ქსელებისა და ინტერნეტტელეარხების საშუალებით შეუძლია, რადგან ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციის დარბევისა და ასობით ადამიანის დაპატიმრების პარალელურად, რუსეთის ცენტრალური ფედერალური არხები „სახელოვანი საბჭოური ტრადიციების მიხედვით“ ეთერში მხოლოდ გასართობ გადაცემებსა და ფილმებს აჩვენებენ. კერძოდ, რუსეთის პირველ არხზე ამ წუთებში ვასილი შუკშინის ცნობილი ფილმი "წითელი ძახველი" გადის.