ვინ არიან თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულები

ვინ არიან თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულები

თუშეთის გზაზე მომხდარ ავარიას სავარაუდოდ 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ავარიის შედეგად გარდაცვლილთა შორის არის შალვა შაბლაიძე, რომელიც ავტომობილში სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. ბავშვებიდან ერთ-ერთი ასევე გარდაცვლილი ნახეს, მეორე ბავშვის ძებნა ადგილზე ამ წუთებშიც გრძელდება, მესამე ბავშვი კი ავტოკატასტროფას გადაურჩა.

მომხდარის შედეგად დაშავებული რამდენიმე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. საავადმყოფოსთან იმყოფებიან მათი ახლობლებიც, რომლებმაც გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.

შეგახსენებთ, ავტომანქანა, რომელშიც სოფელ ქვემო ალვანის მაცხოვრებლები ისხდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

პრაიმტაიმი