მაიკ პომპეოს ირანში ვიზიტზე უარი უთხრეს

მაიკ პომპეოს ირანში ვიზიტზე უარი უთხრეს

მაიკ პომპეოს თეირანში ვიზიტზე უარი უთხრეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ტვიტერზე დაწერა. მისი თქმით, მან ქვეყნის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებების გამართვა და ადგილობრივ ტელევიზიაში გამოსვლა შესთავაზა, თუმცა პასუხად უარი მიიღო. 

„ცოტა ხნის წინ თეირანში გამგზავრების და ირანელ ხალხთან პირდაპირ საუბრის წინადადებით გამოვედი, მაგრამ რეჟიმმა ეს წინადადება არ მიიღო“, - დაწერა პომპეომ. 

„ჩვენ არ გვეშინია (ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოჰამად ჯავად) ზარიფის ამერიკაში ჩამოსვლის, სადაც მას თავისუფლად საუბრის უფლება აქვს. ნუთუ ჰამენეის რეჟიმს ისე ცუდად აქვს საქმე, რომ მე თეირანში იგივეს ცენზურის გარეშე ვერ გავაკეთებ?! რა მოხდება ხალხმა სიმართლე ცენზურის გარეშე რომ მოისმინოს?!“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.