აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დან ქოათსი უახლოეს დღეებში თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაზვერვის სამსახურის უფროსს არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან, ასევე ირანის და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, დან ქოათსმა ტრამპს თავისი განზრახვის შესახებ უკვე შეატყობინა.

„როიტერი“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად წარმომადგენელთა პალატის წევრის, რესპუბლიკელი ჯონ რატკლიფის დანიშვნა სურს.