„ნაციონალები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც კრემლს აწყობს" - მანჩო გიორგობიანი

„ნაციონალები ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც კრემლს აწყობს" - მანჩო გიორგობიანი

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში რუსი ოპოზოციონერის, ალექსეი ნავალნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს და წერს:

„ზუსტად იგივეს ვამბობ ნაციონალებზე, ყოველთვის იმას აკეთებენ "ლანძღვა-გინებაში", რაც კრემლს რეალურად აწყობს და ხელ-ფეხს უხსნის!!... 

აჰა, მოუსმინეთ ნავალნის, ჩემი და ბევრი ჩემი მეგობრის ნააზრევს იმეორებს.. 

„რუსთავი 2"-მა "პადაჩა" აუწია პუტინს. მაშინ როდესაც რუსეთის უმრავლესობა ამტყუნებდა და აკრიტიკებდა სანქციებისთვის, გაბუნიას გინებით, პუტინს და მის კორუმპირებულ გარემოცვას, მისცეს მორალური უპირატესობა, ყველაფერი შეეტრიალებინათ საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებების გასამართლებლად" , - წერს გიორგობიანი.