თბილისში დირკ ნოვიცკი ჩამოდის

თბილისში დირკ ნოვიცკი ჩამოდის

ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის ფეისბუკის გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 3 აგვისტოს თბილისში ლეგენდარული კალათბურთელი, დირკ ნოვიცკი ჩამოდის.

ირკვევა, რომ ნოვიცკი აკადემიის მოთამაშეებს შევხდება და თავის გამოცდილებას გაუზიარებს.

„კალათბურთის ლეგენდა დირკ ნოვიცკი ზაზა ფაჩულიას აკადემიაში.

3 აგვისტოს, 17:00 საათზე გელოდებით. სტუმარი ჩვენი აკადემიის მოთამაშეებს შეხვდება. გაიზიარე წარმატებული კალათბურთელის გამოცდილება, გამოიყენე შესაძლებლობა!“ - წერია ზაზა ფაჩულიას აკადემიის გვერდზე.