ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვის საქალაქო საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟდი“ ნავალნის მკურნალ ექიმზე ანასტასია ვასილიევაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, გამოწერისთანავე ნავალნი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნავალნი სავარაუდოდ მოწამლეს. ოპოზიციონერს რამდენიმე დღის წინ ერთთვიანი პატიმრობა მიესაჯა. იგი საავადმყოფოში ალერგიული რეაქციის გამო გადაიყვანეს. მისი პრესსპიკერის განცხადებით, ნავალნის სახე გაუწითლდა და დაუსივდა.

ალექსეი ნავალნი არასანქცირებული საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდების გამო დააკავეს.