აშშ ვიზიტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს საუბრები, მაგრამ კონკრეტულად არაფერი გადაწყვეტილა

აშშ ვიზიტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს საუბრები, მაგრამ კონკრეტულად არაფერი გადაწყვეტილა

„პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოთქვა ინიციატივა აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საუბრები, მაგრამ კონკრეტულად არაფერი გადაწყვეტილა ან დაგეგმილა. მოგეხსენებათ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას და მივესალმებით მაღალი დონის შეხვედრებს, სადაც ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძალიან ძლიერი კავშირი. ჩვენ დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს და როგორც ვიცი, კონკრეტულად არაფერი არ დაგეგმილა“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს იულსონმა