„არ მოტყუვდეთ, საქართველოში ქაოსი არ არის - პროტესტების მიუხედავად, ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება“

„არ მოტყუვდეთ, საქართველოში ქაოსი არ არის - პროტესტების მიუხედავად, ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება“

ამერიკულ გამოცემაში «The National Interest» გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში შექმნილ ვითარებას: მასში მიმოხილულია ანტირუსული აქციების მიზეზები და შედეგები, ასახულია ის საკადრო ცვლილებები, რომლებიც ხელისუფლებაში მოხდა საპროტესტო აქციების ზეგავლენით. გარდა ამისა, მასალაში ასახულია მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება ოპოზიციის მოთხოვნაზე საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, რაც  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლაში გამოიხატება (ავტორი - ალექსის მრაჩეკი, The Heritage Foundation-ის მკვლევარი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა დიდი პოლიტიკური რყევები გამოიწვია. შესაძლოა, ახლოდან ეს მოვლენა ვინმეს ნეგატიურად მოეჩვენოს პოლიტიკური მოთხოვნების მიხედვით, მაგრამ სიტუაციის საერთო სქემაში საპროტესტო აქციების მიმდინარეობა იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატია ნორმალურად ვითარდება. (...)

ქართულმა დემოკრატიამ ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში გრძელი გზა გაიარა. საბჭოთა კავშირის დაშლიდან  რამდენიმე წლის მანძილზე, დემოკრატიამ ერთგვარი ნახტომი გააკეთა. დამოუკიდებლობის პირველ ეტაპზე არჩეული საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლიდან საკუთარი ხალხის მიერ იქნა დამხობილი. ეს იმიტომ, რომ იგი დესპოტი იყო და ხელს უშლიდა დემოკრატიის განვითარებას, მისი ყველანაირი ფორმით, საქართველოს მომდევნო პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ბრალი დასდეს ე.წ. „ნათლიმამობასა“ და სამთავრობო კორუფციაში. გარდა ამისა, მან თავისი ვერ გაართვა ქვეყანაში შექმნილ უაღერესად მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას. ედუარდ შევარდნაძე 2003 წლის ბოლოს გადადგა მას შემდეგ, როცა მისი ხელისუფლების მიმართ ეჭვი გაჩნდა - საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ საქართველომ „ვარდების რევოლუცია“ გადაიტანა - მშვიდობიანი ხალხმრავალი გამოსვლები, რომლის დროსაც ადამიანებს ხელში ვარდები ეჭირათ. 2004 წლის იანვარში პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი იქნა არჩეული. მან მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფციის დონე სახელმწიფო სტრუქტურებში, დააჩქარა ვეკონომიკური ზრდის ტემპები და განამტკიცა ჩანასახში მყოფი ქართული დემოკრატია. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდის კვალობაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელს უწყობდა, საქართველომ, „მემკვიდრეობის ფონდის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, „ყველაზე გაუმჯობესებულის“ სტატუსი მიიღო - შესაბამისად, 1996 წლის მაჩვენებლიდან - 124-ე ადგილიდან საქართველომ მე-16 ადგილზე გადაინაცვლა.

როცა მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგო, ხელისუფლებაში პარტია „ქართული ოცნება“ მოვიდა (მას შემდეგ ამ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა აქვს). ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მმართველი პარტია აგრძელებდა ხელისუფლებაში არსებულ კორუფციასთან ბრძოლას და ეკონომიკურ რეფორმებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ამ პერიოდში ქვეყნის პრეზიდენტს გარკვეული თანამდებობრივი პრობლემებიც ჰქონდა.

თუმცა, მთლიანობაში, საქართველომ (მეტ-ნაკლები წარმატებით), მაგრამ მაინც გაიარა რეფორმების განხორციელების გზა, გადასახადების გამარტივებით და ღია საბაზრო ურთიერთობებით. აშკარაა, რომ დემოკრატიული პროგრესი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატიზაცია ხანგრძლივი პროცესია და მოსახლეობის მიერ გამოხატული პროტესტები ამ პროცესის ნაწილს წარმოადგენს, ამიტომ დასავლელი დამკვირვებლები იმედგაცრუებულნი არ უნდა იყვნენ.

როგორც ჩანს, ამ მომენტისათვის აქციის მონაწილეები სურვილს შეისრულებენ და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგება. პროტესტები უკვე ერთი თვეა გრძელდება. ქართველ ხალხს თავისი ქვეყანა მგზნებარედ უყვარს  და სურს, რომ ის სწორი მიმართულებით მიდიოდეს. ისტორია და მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად ასეა.

 

https://nationalinterest.org/feature/dont-be-deceived-chaos-georgia-69596