ორსახიანი ადამიანი - ედვარდ მორდრეიკის შემზარავი ისტორია

ორსახიანი ადამიანი - ედვარდ მორდრეიკის შემზარავი ისტორია

XIX საუკუნეში ცხოვრობდა კაცი, სახელად ედვარდ მორდრეიკი, რომელიც, როგორც ამბობდნენ, დიდგვაროვნების შთამომავალი იყო. ერთი სიტყვით, მას არაფერი აკლდა იმისთვის, რომ ცხოვრებით დამტკბარიყო. რომ არა ერთი ნაკლი: მას კეფაზე მეორე სახე ჰქონდა. ამ იშვიათ დაავადებას პარაზიტული კრანიოპაგუსი ეწოდება.

თვითმხილველების თქმით, მისი ტყუპისცალის სახე საშინელი იყო და თითქოს ბოროტებას ასხივებდა. „მეორე სახე“ არასოდეს ჭამდა და ლაპარაკობდა, მაგრამ შეეძლო გაღიმება და მოღუშვა, ხოლო თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ედვარდის ნებას არ ემორჩილებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე სახის მიერ წარმოთქმული სიტყვა არავის გაგონილი არ ჰქონდა, ედვარდ მორდრეიკი ირწმუნებოდა, რომ ღამე „ბოროტი ტყუპისცალის“ ჩურჩულზე ეღვიძებოდა, რომელიც მას საშინელ, ეშმაკისეულ სიტყვებს ეუბნებოდა. ახალგაზრდა კაცი ევედრებოდა ქირურგებს, რომ მისთვის ეს „დემონური სახე“ მოეშორებინათ, მაგრამ ამის გაკეთება ვერცერთმა ექიმმა ვერ გარისკა.

23 წლის ასაკში ედვარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო სიკვდილის წინ წერილი დატოვა, რომელშიც ითხოვდა – ვიდრე მიწას მიაბარებდნენ, მისთვის მეორე სახე მოეცილებინათ, რათა „მას საშინელებების ჩურჩული სამარეშიც არ გაეგრძელებინა“. უცნობია შეუსრულეს თუ არა მას ეს სურვილი სიკვდილის შემდეგ.