ზუგდიდში არტეზიული ჭის წმენდისას მიწა ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა

ზუგდიდში არტეზიული ჭის წმენდისას მიწა ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა

ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე მამა-შვილი კერძო სახლში არტეზიულ ჭას წმენდდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და დაახლოებით 9 მეტრის სიღრმეში მყოფი 72 წლის მამაკაცი მოიყოლა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე  გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.